Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის მთავრობა გამოთქვამს ყირგიზეთის ხელისუფლებასთან


უზბეკეთის მთავრობა გამოთქვამს ყირგიზეთის ხელისუფლებასთან მუშაობისთვის მზადყოფნას.

უზბეკეთის მთავრობა გამოთქვამს ყირგიზეთის ხელისუფლებასთან მუშაობისთვის მზადყოფნას.
უზბეკეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: "უზბეკეთი აცხადებს ყირგიზეთის ხელმძღვანელობასთან, მთავრობასთან და პარლამენტთან, ანუ იმ უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომლებმაც ხალხის მხარდაჭერა და ნდობა დაიმსახურეს". განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ უზბეკეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბოლო კვირების მანძილზე ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენები სპონტანურ პროცესს არ წარმოადგენს და რომ ეს არის საშინელი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, სიღატაკისა და კორუფციის გამო ხალხის ხანგრძლივი უკმაყოფილების შედეგი". უზბეკეთის მთავრობა აცხადებს, რომ მას სურს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირგიზეთის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიება წამოიწყონ, რაც ყირგიზეთისთვის სტაბილურობის მომტანი იქნება.
XS
SM
MD
LG