Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ოპოზიციის გათავისუფლებული ლიდერი ფელიქს


ყირგიზეთის ოპოზიციის გათავისუფლებული ლიდერი ფელიქს კულოვი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საარჩევნო

ყირგიზეთის ოპოზიციის გათავისუფლებული ლიდერი ფელიქს კულოვი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საარჩევნო
კომისიის განცხადებას ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ. კულოვის ამბობს, რომ ძველი პარლამენტის ვადა ამოიწურა. ოპოზიციის ლიდერს ასევე მიაჩნია, რომ გაქცეული პრეზიდენტი აყაევი უნდა დაბრუნდეს ბიშკეკში და თავად განუცხადოს ხალხს გადადგომის შესახებ. აყაევის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ის რუსეთში გაიქცა. [კულოვის ხმა] "თუკი ჩვენი პრეზიდენტი მიდის, მან ეს სადღაც გამოკეტილმა კი არ უნდა გააკეთოს, არამედ პირადად უნდა მოვიდეს ჩვენი პარლამენტის სხდომაზე და პირადად განაცხადოს გადადგომის შესახებ. იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს მისი სადღაც გამომწყვდევა და ძალდატანებით აიძულოს უარი თქვას ძალაუფლებაზე". შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი ფელიქს კულოვი, რომელიც 24 მარტს ოპოზიციამ გაათავისუფლა ციხიდან, გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალი, ყირგიზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბიშკეკის ყოფილი მერი, ერთ-ერთი რაიონის ყოფილი გუბერნატორი და ეროვნული უშიშროების ყოფილი მინისტრი. თავის დროზე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG