Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა რომში, წმინდა პეტრეს


რომის პაპმა რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე აღდგომის კვირის აღსანიშნად შეკრებილი კათოლიკეები დალოცა,

რომის პაპმა რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე აღდგომის კვირის აღსანიშნად შეკრებილი კათოლიკეები დალოცა,
თუმცა ვერ შეძლო სიტყვიერად მიემართა მათთვის. ოთხი კვირის წინ 84 წლის პაპს ტრაქეოტომია ჩაუტარდა. პაპის სააღდგომო ეპისტოლე კარდინალმა ანჯელო სოდანომ წაიკითხა და აუწყა შეკრებილთ, რომ პაპი სულიერად მათთან არის: [სოდანოს ხმა] "დღეს პაპი უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მთელი გულით გვლოცავს ჩვენ. ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი და განვაგრძოთ ლოცვა მისთვის". ეს იყო პირველი აღდგომა, როცა პაპად კურთხევის დღიდან, ანუ ბოლო 26 წლის მანძილზე იოანე-პავლე მეორემ ვერ შეძლო თავად გაძღოლოდა სააღდგომო წირვას.
XS
SM
MD
LG