Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტი ასკარ აყაევი


ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტი ასკარ აყაევი აცხადებს, რომ ის მზად იყო გადადგომისთვის, თუკი მას შესაბამის

ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტი ასკარ აყაევი აცხადებს, რომ ის მზად იყო გადადგომისთვის, თუკი მას შესაბამის
გარანტიებს შესთავაზებდნენ და თუკი ეს ყირგიზეთის კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდებოდა. ამის შესახებასკარ აყაევმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი რუსეთის რადიო "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში აყაევმა განმარტა, რომ ის თავს ყირგიზეთის კანონიერ მმართველად მიიჩნევს და არ აპირებს გადადგომას: [აყაევის ხმა] "მე ვარ ყირგიზეთის რესპუბლიკის ერთადერთი სახალხოდ არჩეული და ლეგიტიმური პრეზიდენტი და ჩემი მანდატი იწურება 2005 წლის 30 ოქტომბერს. ჯერჯერობით მე არ მითქვამს უარი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებზე". "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში აყაევმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლების ერთადერთ კანონიერ ნაწილს ახლადარჩეული პარლამენტი წარმოადგენს. აყაევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ ახალი პარლამენტის ლიდერ ომურბეკ ტეკებაიევთან. თავად ტეკებაიევი აყაევთან შეხვედრაზე თანახმაა, ოღონდ მიაჩნია, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ძალაუფლების გადაცემას უნდა შეეხოს. ასკარ აყაევმა რადიო-ინტერვიუში განაცხადა, რომ იმყოფება მოსკოვის გარეუბანში და მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს მიწვევისთვის, რომელმაც მას სწორედ რუსეთში თავის შეფარება შესთავაზა.
XS
SM
MD
LG