Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო


ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამების გარშემო მიმდინარე

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამების გარშემო მიმდინარე
დისკუსიის რანგი სრული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებამდე უნდა ამაღლდეს, რადგან ჩრდილოეთი კორეა ახლა ოფიციალურად არის ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ ის ბირთვულ იარაღს ფლობს. სეულის საინფორმაციო სააგენტო, ჩრდილოეთი კორეის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ქვეყნის ხელისუფლების შეხედულებით, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა, შეერთებული შტატები, იაპონია, რუსეთი და ჩინეთი მომავალ მოლაპარაკებებში თანაბარი სტატუსით უნდა მონაწილეობდნენ. ხუთშაბათს შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ.
XS
SM
MD
LG