Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი ასკარ აყაევი


ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი ასკარ აყაევი დათანხმდა, ნებაყოფლობით, ბიშკეკში ჩაუსვლელად გადადგეს

ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი ასკარ აყაევი დათანხმდა, ნებაყოფლობით, ბიშკეკში ჩაუსვლელად გადადგეს
ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან.
ამის შესახებ რუსეთის ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა ომურბეკ ტეკებაევმა. მისი თქმით, საგანგებო საპარლამენტო კომისიის წევრები ხვალ, მოსკოვში, მოლაპარაკებას გამართავენ აყაევთან. გუშინ, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აყაევმა განაცხადა, რომ მზად არის, დაბრუნდეს ყირგიზეთში, თუ მას და მისი ოჯახის წევრებს უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ. დღეს ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჩოპლონ ბაიეკოვამ განაცხადა, რომ აყაევის გადადგომა შეიძლება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაფორმდეს, თუ ამ პროცედურას ნოტარიუსი დაესწრება. [ჩოპლონ ბაიეკოვას ხმა] "არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება. აქ, საკონსტიტუციო სასამართლოს კედლებში შეკრებილმა ყველა სუბიექტმა, რომელიც ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობდა, პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები გაიმართება 26 ივნისს, განურჩევლად იმისა, რა განცხადებას გააკეთებს აყაევი."
XS
SM
MD
LG