Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს ფიცი დადო ახალმა


ერაყში დღეს ფიცი დადო ახალმა პრეზიდენტმა და გამოცხადდა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა.

ერაყში დღეს ფიცი დადო ახალმა პრეზიდენტმა და გამოცხადდა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა.
ერაყის მინისტრთა კაბინეტს შიიტთა წარმომადგენელი იბრაჰიმ ჯაფარი ჩაუდგა სათავეში. ოთხშაბათს კი ერაყის საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტად აირჩია გამოჩენილი ქურთი პოლიტიკოსი ჯალიალ ტალაბანი, რომელმაც არჩევის შემდეგ განაცხადა. ” ჩვენ გვსურს ბოლომდე მივიყვანოთ ერაყის ეროვნული ერთიანობა, რაც უნდა ემყარებოდეს არჩევნების თავისუფლებას. უზრუნველვყოთ, ყველა მოქალაქის თანასწორი უფლებები, მიუხედავად მათი რელიგიური, ჯგუფური, რასობრივი თუ ეთნიკური განსხვავებულობისა. მშვიდობა ყველას, ვინც მართალ გზაზე დგას.” ყოფილ დიქტატორს სადამ ჰუსეინსა და მის გარემოცვას ციხეში უფლება დართეს, თვალი ედევნებინათ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნებისათვის.
XS
SM
MD
LG