Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოსთა საზოგადოების "ვსმარონი" (ძმობა)


საქართველოს ოსთა საზოგადოების "ვსმარონი" (ძმობა) თავმჯდომარე ვაჟა ქარქუსაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას

საქართველოს ოსთა საზოგადოების "ვსმარონი" (ძმობა) თავმჯდომარე ვაჟა ქარქუსაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას
ანტიქართული პოზიციების გაძლიერებასა და ქართველებისადმი ლოიალურად განწყობილი ოსების დევნაში ადანაშაულებს. როგორც მან პრაიმ-ნიუსს განუცხადა, ცხინვალში დაკავებული შს ყოფილი მინისტრი და სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ჯემალ ქარქუსოვი, რომელიც მისი ნათესავია, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი სწორედ ასეთი პოზიციის გამო გახდა. "ვსმარონის" თავმჯდომარის მტკიცებით, ჯემალ ქარქუსოვმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც გასულ წელს ცხინვალში არ შეუშვეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი. მისი აზრით, ეს ოსების მხრიდან კავკასიური ტრადიციებისთვის შეუფერებელი და სამარცხვინო ქმედება იყო.
XS
SM
MD
LG