Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო


ყირგიზეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომა

ყირგიზეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომა
და დაადგინა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 10 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ომურბეკ ტეკებაევმა გამოაცხადა: [ომურბეკ ტეკებაევის ხმა] "ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტი ადგენს: ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2005 წლის 10 ივლისისთვის დაინიშნოს. აღნიშნული დადგენილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან." ყოფილმა პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა, რომელიც მოსკოვშია გახიზნული, თავისი გადადგომის შესახებ გასულ კვირაში გამოაცხადა, მაგრამ პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მაინც პრეზიდენტად რჩებოდა. დღესვე ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ფელიქს ყულოვს მოუხსნა ბრალდება, რითაც მას ივლისის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მწვანე შუქი აუნთო. ყულოვმა ბოლო ოთხი წელი პატიმრობაში გაატარა. მანამდე ის ვიცე-პრეზიდენტად და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG