Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტეხასის


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში,
თავის რანჩოზე, მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი. ბუშმა სტუმარს სთხოვა, უარი თქვას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაელთა დასახლების გაფართოებაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ებრაელთა დასახლებების გაფართოება ეწინააღმდეგება "გზამკვლევის" სახელით ცნობილ სამშვიდობო გეგმას: [ჯორჯ ბუშის ხმა]: "პრემიერ-მინისტრს გავუზიარე ჩემი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისრაელმა არ უნდა გადადგას "გზამკვლევით" ნაკისრ ვალდებულებათა საწინააღმდეგო ნაბიჯები. იგივე ეხება საბოლოო სტატუსის საკითხთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებსაც. შესაბამისად, ისრაელმა უნდა გააუქმოს თვითნებურად შექმნილი საგუშაგოები და შეასრულოს დასავლეთ ნაპირზე მდებარე დასახლებებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები." ბუშისა და შარონის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ განაცხადა, რომ იერუსალიმის გარშემო ებრაელთა დასახლებების გაფართოებით ისრაელი სამშვიდობო პროცესის დასამარებას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG