Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა
მიიღეს ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სტივენ მანი. როგორც სახელმწიფო კანცელარიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარების გზები. გუშინ ამერიკელ დიპლომატთა დელეგაცია სოხუმში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და მათთან ერთად კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, სტივენ მანმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა სერგეი ბაღაფშისგან მიიღეს გარანტია, რომ გალის ქართველ მოსახლეობასა და იმ დევნილებს, ვინც იქ დასაბრუნებლად მზად არის, საფრთხე არ ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG