Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს ორი ძლიერი აფეთქება მოხდა


პარასკევს ორი ძლიერი აფეთქება მოხდა დაღესტნის რაიონული

პარასკევს ორი ძლიერი აფეთქება მოხდა დაღესტნის რაიონული
პროკურატურის შენობის წინ, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით დაღესტნის სასწრაფო დახმარების სამსახურმა გაავრცელა ცნობა ექვსი დაჭრილი ადამიანის შესახებ. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე არავის უკისრია. სამართალდამცავ ორგანოებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა მოხდა დაღესტანში, რომელიც ამბოხებულ ჩეჩნეთს ესაზღვრება. გროზნოში კი სპეცოპერაციის დროს სამი მოჯახედი მოკლეს. თუმცა, არიან დაზარალებულები ადგილობრივ მოსალხეობას შორის. რუსეთის სარდლობის შტაბის ცნობით, გროზნოს გარეუბანში 4 ბოევიკი მოკლეს, მათ შორის ერთი უცხოელი დაქირავებულია.
XS
SM
MD
LG