Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კით ჯინკსმა განაცხადა, რომ ქართველი

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კით ჯინკსმა განაცხადა, რომ ქართველი
მესაზღვრეების წვრთნის პროგრამას ეუთო ორშაბათიდან იწყებს. ჯინკსმა განმარტა, რომ ეს პროგრამა არ წარმოადგენს საზღვრის მონიტორინგის მისიის ჩანაცვლებას. შეგახსენებთ, 2004 წლის 31 დეკემბრამდე ეუთოს ეგიდით საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთი-ინგუშეთი-დაღესტნის მონაკვეთზე მეთვალყურეობა ხორციელდებოდა. ეუთოს წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ეუთოს მიერ გაწვრთნილი მესაზღვრეების მომავალი სამსახურის ადგილს საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს: [ჯინკსის ხმა] "ქართველების გადასაწყვეტია როგორ გამოიყენებენ გაწვრთნილ მესაზღვრეებს და სად განალაგებენ მათ. იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს საზღვარი აქვს ბევრ ქვეყანასთან და არა მხოლოდ რუსეთთან. საქართველოს ძალიან სენსიტიური საზღვრები აქვს სამი მხრიდან." ჯინკსის თანახმად, მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამა ითვალისწინებს მათთვის მთიან რეგიონებში სამაშველო სამუშაოების ჩატარების, პატრულირების ტექნიკის, დაზვერვის მეთოდებისა და მოწინავე ტექნიკის გამოყენების სწავლებას. ეუთოს პროგრამა 2005 წლის 31 დეკემბრამდე გასტანს და მასში 30 უცხოელი და 20 ადგილობრივი ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია 800 მესაზღვრის გაწვრთნა. მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამის ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ევროა.
XS
SM
MD
LG