ერაყისა და მრავალეროვანი კოალიციის ჯარებმა რეიდები განხორციელეს ქალაქ მადაენში, სადაც სუნიტმა მეამბოხეებმა მძევლები აიყვანეს.
როგორც ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს არაბულენოვან ტელეკომპანია "ალ არაბიას" უთხრა, მადაენს, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს, ახლა ერაყისა და მრავალეროვანი კოალიციის ჯარები აკონტროლებენ. მაგრამ მძევლებისთვის ჯერ არ მიუკვლევიათ. შეიარაღებულმა სუნიტმა მეამბოხეებმა პარასკევს ღამით მძევლად აიყვანის 60-მდე შიიტი და მათი დახოცვით იმუქრებიან, თუ შიიტები არ წავლენ მადაენიდან. იუწყებიან ასევე, რომ ერაყში მეამბოხეების იერიშების სერიამ, სულ მცირე, 13 ერაყელისა და ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ხოლო ბაღდადში ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით სამხრეთ ერაყში 11 ერაყელი პატიმარი გაიქცა ციხიდან, რომელიც ამერიკელების კონტროლს ექვემდებარება. გაქცეულებიდან 10 - მალევე შეიპყრეს. დარჩენილი ერთის ძებნა გრძელდება.