კვიპროსის თურქული ნაწილის საპრეზიდენტო არჩევნებში კვიპროსის გაერთიანების მომხრე მეჰმეტ ალი ტალატმა
გაიმარჯვა ხმების 55,6 პროცენტით. საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ტალატმა განაცხადა, რომ ხელს გაუწვდის კვიპროსის ბერძნული ნაწილის ადმინისტრაციას. კვიპროსის თურქული ნაწილის ახალი პრეზიდენტის თანახმად, კვიპროსის თურქებმა მისი არჩევით ხმა მისცეს მშვიდობას, სიმშვიდესა და ევროკავშირში გაწევრიანებას. საბოლოო შედეგების მიხედვით, ტალატის მთავარმა მოწინააღმდეგემ საპრეზიდენტო არჩევნებში დერვის ეროგლუმ ხმების 22,7 პროცენტი მიიღო. კვიპროსის თურქული ნაწილის ყოფილმა პრეზიდენტმა რაუფ დენკტაშმა, რომელიც არჩევნების წინ გადადგა, დღეს ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა: [დენკტაშის ხმა] "მუდმივი მშვიდობა კვიპროსელი თურქებისთვის ნიშნავს მათ აღჭურვას უფლებებით – რესპუბლიკის ქონის უფლებით, სოლიდარობისა და თანასწორობის უფლებით. ამის შემდეგ მშვიდობაც გამტკიცდება და მეგობრობაც. იმედი მაქვს ახალი ლიდერი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და პრობლემის მოგვარებისას დაიცავს იმ პრინციპებს, რაზეც ახლა ვთქვი". გასულ წელს კუნძული კვიპროსი ევროკავშირს შეუერთდა, თუმცა წევრის უფლება-მოვალეობები კვიპროსის მხოლოდ ბერძნულ ნაწილზე ვრცელდება.