Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში, უფლის საფლავის ეკლესიაში


იერუსალიმში, უფლის საფლავის ეკლესიაში მართლმადიდებელთა ბზობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ,

იერუსალიმში, უფლის საფლავის ეკლესიაში მართლმადიდებელთა ბზობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ,
ბერძენ პატრიარქს ირინეოს პივრელს თავს დაესხა აღელვებული ბრბო არაბი ქრისტიანებისა, რომელთა განრისხების მიზეზი იყო ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ებრაელი ინვესტორებისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვასთან დაკავშირებული სკანდალი. ირინეოს პირველს ისრაელის პოლიციის მუშაკების დახმარებით მოუხდა თავის გადარჩენა, გარეთ მყოფი ბრბო გაჰყვიროდა: “სირცხვილი შენ”. მცირე შეტაკება მოხდა ბერძენ მლოცველებსა და პროტესტის მონაწილეთა შორის, არავინ დაშავებულა. ისრაელის პრესა იუწყებოდა, რომ ბერძენთა საპატრიარქომ იერუსალიმში მიწა მიჰყიდა ებრაელ ინვესტორებს.

XS
SM
MD
LG