Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე


უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 19 წლის წინ კატასტროფული მასშტაბის ავარია მოხდა.

უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 19 წლის წინ კატასტროფული მასშტაბის ავარია მოხდა.
1986 წლის 26-ს აპრილს იქ გამოიყო რამდენიმე მლნ კუბური მეტრი რადიაქტიული გაზი გამოიყო. ჩერნობილის ავარია მეოცე საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სამრეწველო ავარიად ითვლება. მას მიიჩნევენ ათასობით ადამიანის სიკვდილისა და მილიონობით ადამიანის მძიმედ დაავადების მიზეზად. ჩერნობილის ავარიის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე ცერემონია გაიმართა. კიევში ასობით ადამიანმა ყვავილებით შეამკო ჩერნობილის მსხვერპლისადმი მიძღვნილი მონუმენტი.უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 19 წლის წინ კატასტროფული მასშტაბის ავარია მოხდა.
1986 წლის 26-ს აპრილს იქ რამდენიმე მლნ კუბური მეტრი რადიაქტიული გაზი გამოიყო. ჩერნობილის ავარია მეოცე საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სამრეწველო ავარიად ითვლება. მას მიიჩნევენ ათასობით ადამიანის სიკვდილისა და მილიონობით ადამიანის მძიმედ დაავადების მიზეზად. ჩერნობილის ავარიის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე ცერემონია გაიმართა. კიევში ასობით ადამიანმა ყვავილებით შეამკო ჩერნობილის მსხვერპლისადმი მიძღვნილი მონუმენტი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს თქვა, რომ უკრაინას და რუსეთს,ასევე ბელორუსიას, მეტი დახმარება უნდა გაეწიოთ ჩერნობილის ამ ავარიის შემდეგ რეაბილიტაცის და აღგენის მიზნით. გაეროს მონაცემებით ავარიის შემდეგ 15-დან 30 ათასამდე ადამინი დაიხოცა. 6 მილიონამდე კვლავ რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში ცხოვრობს.
ჟენევაში კი წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ უცხოელი დონორების დახმარების შემცირება საფრთხეს უქმნის ჩერნობილის ავარიით დაზარალებულ რეგიონებში კიბოს დაავადებების აღმოჩენის პროგრამას. ეს ორგანიზაციები მოითხოვენ კიბოს პოტენციური პაციენტებისთვის გამოკვლევის ჩატარებას ბელორუსიაში, რუსეთში, უკრაინაში 2020-ც წლამდე.
XS
SM
MD
LG