ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ მრავალ დასახლება დატბორა საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.
სტიქიამ დააზარალა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი. რიონის პირა სოფლებიდან ათობით ოჯახია ევაკუირებული. ადიდებულმა მდინარეებმა სერიოზული პრობლემები შექმნა აღმოსავლეთ საქართველოშიც: მცხრეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. სტიქია მძვინვარებს დუშეთის რაიონში: მდინარე არაგვი კალაპოტიდან გადავიდა. მძიმე მდგომარეობაა ფასანაურთან ახლოს მდებარე სოფლებში ბედონსა და ჭართალში. ძლიერი წვიმის გამო რთული მდგომარეობაა შექმნილი აგრეთვე მარტვილის რაიონის სოფელ ხურწაში, სადაც ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ჰიდროელექტროსადგურის ორი ფარი გაანგრია. მდინარის კალაპოტი 2 კილომეტრით დაშორდა ჯებირებს.