Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი აცხადებს, რომ ბელორუსია უგულვებელყოფს უკრაინის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი აცხადებს, რომ ბელორუსია უგულვებელყოფს უკრაინის
მოთხოვნას გასულ კვირაში მინსკში დაკავებულ უკრაინელ პოლიტიკურ აქტივისტთა გათავისუფლების შესახებ. შეგახსენებთ, 26 აპრილს მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილე 19 პირი, მათ შორის 14 რუსი და 5 უკრაინელი დააკავეს. აქციის მონაწილეები ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების მე-19 წლისთავს აღნიშნავდნენ. ისინი პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. აქტივისტთა თანახმად, ლუკაშენკოს ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაუბრუნდნენ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებს, რომლებიც რადიაციით არის დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიშია. მინსკის სასამართლომ 26 აპრილს დაკავებულთაგან 14 რუსი უკვე გაათავისუფლა. სასამართლო აპირებს უკრაინელების საკითხი განიხილოს.
XS
SM
MD
LG