Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობის წევრი ნათან შარანსკი


ისრაელის მთავრობის წევრი ნათან შარანსკი პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან. შარანსკის ეს ნაბიჯი

ისრაელის მთავრობის წევრი ნათან შარანსკი პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან. შარანსკის ეს ნაბიჯი
ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის იმ გეგმის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ისრაელთა ღაზის სექტორიდან გამოსვლას ითვალისწინებს. არიელ შარონმა მადლობა გადაუხადა შარანსკის გაწეული მუშაობისთვის: [შარონის ხმა] "მსურს მადლობა გადავუხადო ნათანს – არა გადადგომის გამო, მე მოხარული ვიქნებოდი, თუკი ის განაგრძობდა თავისი მოვალეობების შესრულებას – არამედ მსურს მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისათვის." შარანსკი ყოფილი საბჭოთა დისიდენტია, რომელიც ისრაელის მთავრობის უპორტფელო მინისტრი გახლდათ.
XS
SM
MD
LG