Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ არბილში, რომელიც


ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ არბილში, რომელიც მეტწილად ქურთებით არის დასახლებული, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 70 დაიჭრა.

ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ არბილში, რომელიც მეტწილად ქურთებით არის დასახლებული, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 70 დაიჭრა.
ერაყის ხელისუფლების რიგი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაიღუპა 46 ადამიანი. შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობამ დაადასტურა ეს მონაცემები, მაგრამ, მისი თქმით, არ არის დაზუსტებული, აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო თუ მანქანაში ჩადებული ნაღმი აფეთქდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ჯგუფმა, რომელიც "ანსარ ალ-სუნას" სახელით არის ცნობილი. რამდენიმე საათის შემდეგ ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერაყის 9 ჯარისკაცი და 20-მდე ადამიანი დაიჭრა. ამასობაში ბულგარეთმა განაცხადა, რომ მისი 460-კაციანი კონტინგენტის ორი წევრი დაიღუპა გუშინ ქალაქ ბასრის მახობლად მომხდარ ავტოკატასტროფაში.
XS
SM
MD
LG