Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თქმით


აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თქმით, იგი შეახსენებს თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის მიერ

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თქმით, იგი შეახსენებს თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის მიერ
ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის შესახებ, როცა ისინი 9 მაისს მოსკოვში გამართავენ შეხვედრას მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავთან დაკავშირებით. როგორც ლიტვის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას თქვა ბუშმა, იგი ეტყვის პუტინს, რომ ომის დასრულებას თავისუფლება არ მოუტანია ესტონიისთვის, ლატვიისა და ლიტვისთვის. ამასობაში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არტის პაბრიკსმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ, მისი აზრით, მოსკოვი მსოფლიოში საუკეთესო ადგილი არ არის 9 მაისის ზეიმისთვის. [პაბრიკსის ხმა] "ვფიქრობ, უცნაურია, რომ 9 მაისის საზეიმოდ დასავლელ ლიდერთა უმეტესობა ჩავა ქვეყანაში, რომელიც დღემდე არ ცნობს მეორე მსოფლიო ომის უარყოფით შედეგებს."
XS
SM
MD
LG