Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც დღეს თავისი ევროპული ტურნე დაიწყო, განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებს იგი მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც დღეს თავისი ევროპული ტურნე დაიწყო, განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებს იგი მოუწოდებს
უმცირესობების უფლებების დაცვისკენ. ბუშის მიერ რუსეთის ტელევიზიით გაკეთებული ეს განცხადება გამოხმაურებაა რუსეთი წუხილზე ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის გამო. ჯორჯ ბუში ჯერ ლატვიაში გაემგზავრა. ამ ქვეყნის გარდა, მისი მოგზაურობის პროგრამაშია ჰოლანდია, რუსეთი და საქართველო. ორშაბათს, მოსკოვში, ბუში მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. როგორც ბუშმა აღნიშნა, იგი შეახსენებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ წერტილი ვერ დაუსვა ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ.
XS
SM
MD
LG