Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა რუსეთ-ევროკავშირსი სამიტი, რომელშიც


მოსკოვში გაიმართა რუსეთ-ევროკავშირსი სამიტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ

მოსკოვში გაიმართა რუსეთ-ევროკავშირსი სამიტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ
ევროკავშირის თავმჯდომარე, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჯოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანალი ხავიერ სოლანა. სამიტზე მიღებულია ეგრეთწოდებული ”საგზაო რუკები” ოთხ ძირითად - ეკონომიკის, საშიანო და საგარეო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძოდ განაცხადა.
”ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დაწყებული დიდი ევროპის ფორმირება გრძელდება და ჩვენი ძალისხმევა აქ, ვფიქრობ, რომ შესამჩნევია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპის ფორმირება მომხდარიყო ”გამყოფი ხაზების” გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ”საგზაო რუკების” შეთანხმება და მიღება, რასაც სამიტისგან ველოდებით, ნებას მოგვცემს სერიოზულად წავიწიოთ წინ, იმ დიდი ევროპის მშენებლობის მიმართულებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე,”-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე, პუტინმა თქვა, რომ ის ლატვიასა და ესტონეთთან სასაზღვრო შეთანხმებას დადებს, თუკი მათ თან არ ახლავს სულელური მოთხოვნები. პუტინის აზრით, როცა ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრეტენზია და ამასთან სასაზღრო შეთანმხების დადება სურს, ეს უაზრობაა.
ბალტიისპირეთის ეს ქვეყნები რუსეთს ტერიტორიას ედავებიან.
XS
SM
MD
LG