საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი. ამ თემაზე დღეს საქართველოს რეგიონებშიც საუბრობენ. თუმცა, დედაქალაქისგან განსხვავებით, მაღალი სტუმრის მასპინძლობის შესაძლებლობა რეგიონებს არ მისცემიათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს უსამართლობა ჩვენი გადაცემის ფარგლებში მაინც გამოგვესწორებინა. "რეგიონული მაცნის" კორესპონდენტებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მკვიდრთ ერთი შეკითხვით მიმართეს: "რა იქნებოდა, ამერიკის პრეზიდენტი მათს ქალაქსა თუ სოფელს რომ სწვეოდა?" რადიო "თავისუფლების" ზუგდიდელი, ოზურგეთელი და ქუთაისელი კორესპონდენტების სიუჟეტებს თავი ნონა მჭედლიშვილმა მოუყარა.
იხ. აუდიოვერსია.
იხ. აუდიოვერსია.