Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვარშავაში გაემგზავრა,

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვარშავაში გაემგზავრა,
სადაც ხვალ დაიწყება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი. პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი სამიტზე სიტყვას წარმოთქვამს. გარდა ამისა, იგი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ალექსანდრ კვაშნევსკისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს წევრი 46 ქვეყნის წარმომადგენლები. პრეზიდენტთან ერთად ვარშავაში გაემგზავრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.
XS
SM
MD
LG