Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კმაყოფილია ლატვიაში თავისი სტუმრობის შედეგებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კმაყოფილია ლატვიაში თავისი სტუმრობის შედეგებით.

როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში შემდგარი შეხვედრებისას კიდევ ერთხელ გაათვითცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კონფლიქტების მოგვარება და ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურად ჩართვა. საუბარი შეეხო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს, ლატვია-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას, სხვა აქტუალურ პრობლემებს. ბურჯანაძის თქმით, ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდება. იმისთვის, რათა საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს შეესაბამებოდეს, განხორციელდება ორმხრივი პროგრამები. ლატვიაში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი 12-14 მაისს გაიმართა. იქ იგი შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს ვაირა ვიკე-ფრაიბერგას, პრემიერ-მინისტრს აიგარს კალვიტისს, პარლამენტის თავმჯდომარეს ინგრიდა უდრესსა და სხვა ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG