Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს მეთერთმეტე ქვეითი ბატალონის


თავდაცვის სამინისტროს მეთერთმეტე ქვეითი ბატალონის სამასი ჯარისკაცი პარასკევს ერაყში

თავდაცვის სამინისტროს მეთერთმეტე ქვეითი ბატალონის სამასი ჯარისკაცი პარასკევს ერაყში
სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრება. როგორც პრაიმ-ნიუსს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალი პარასკევს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მეთერთმეტე ბატალიონის ჯარისკაცები, კაპიტან შავლეგ ტაბატაძის მეთაურობით ერაყში “კომანდოს” ბატალიონს ჩაენაცვლებიან და ქალაქ ბაქუბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას, საკონტროლო პუნქტების შემოწმებას და პატრულირებას განახორციელებენ. ბატალიონი ერაყში 6 თვის განმავლობაში დარჩება. ამჟამად ერაყში სამშვიდობო მისიით 856 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG