Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაოფიციალური ეგზიტ-პოლების მიხედვით, გერმანიის კანცლერ


არაოფიციალური ეგზიტ-პოლების მიხედვით, გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის პარტიამ

არაოფიციალური ეგზიტ-პოლების მიხედვით, გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის პარტიამ
- სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ - მარცხი იწვნია გერმანიის, მოსახლეობის რაოდენობით, უდიდეს მხარეში დღეს გამართული არჩევნებისას. ეს მხარეა ჩრდილოეთრაინი-ვესტფალია. წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციონერმა ქრისტიან-დემოკრატებმა ხმების 45-მდე პროცენტი მოაგროვეს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კი სულ 37,5 პროცენტი ერგო. ამ მხარეში სოციალ-დემოკრატებს 39 წელი ეკავათ წამყვანი პოზიცია. საპარლამენტო არჩევნები მთელი გერმანიის მასშტაბით მომავალი წლისთვისაა დანიშნული, მაგრამ კანცლერმა თავისი პარტიის დღევანდელი წარუმატებლობის შემდეგ აღნიშნა, რომ გრძნობს არჩევნების ვადამდე გამართვის მოვალეობას და ამ საკითხზე მოელაპარაკება გერმანიის პრეზიდენტ ჰორსტ კოელერს, რათა ეროვნული მასშტაბით არჩევნები, შეძლებისდაგვარად, მალე გაიმართოს - შესაძლოა, წელს შემოდგომაზე.
XS
SM
MD
LG