Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძემ საერთაშორისო ფორუმზე აფხაზეთის


რომან გოცირიძემ საერთაშორისო ფორუმზე აფხაზეთის კომერციულ ბანკებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთა მოითხოვა

რომან გოცირიძემ საერთაშორისო ფორუმზე აფხაზეთის კომერციულ ბანკებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთა მოითხოვა
აფხაზეთის კომერციულ ბანკებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთა მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სანკტ-პეტერბურგში პარასკევს შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრაზე. როგორც პრაიმ-ნიუსს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, რომან გოცირიძემ მმართველთა კლუბის შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთში შექმნილი ვითარება გააცნო, სადაც რუსეთის ფედერაციის და ყირგიზეთის ცალკეული ბანკების მხრიდან სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობა ხორციელდება.ყირგიზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ რომან გოცირიძეს აღუთქვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ფინანსურ დაწესებულებებთან ყირგიზული ბანკების უკანონო თანამშრომლობის აღსაკვეთად უმკაცრეს ზომებს მიიღებს. როგორც პრაიმ-ნიუსს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, თუ რუსეთმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები და არ მოაგვარა აღნიშნული პრობლემა, საქართველოს ეროვნული ბანკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციებს - FATF-სა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) და MONEYVAL-ს (ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტი) მიმართავს.
XS
SM
MD
LG