Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთში განახლდა ნურფაში კულაიევის


დღეს რუსეთში განახლდა ნურფაში კულაიევის სასამართლო პროცესი.

დღეს რუსეთში განახლდა ნურფაში კულაიევის სასამართლო პროცესი.
მიიჩნევა, რომ კულაიევი უკანასკნელი გადარჩენილი წევრია ჯგუფისა, რომლის მიერ შარშან ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაში მძევლების აყვანას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ჩრდილო ოსეთის უზენაესმა სასამართლომ კულაიევის საქმის მესამე მოსმენა დაიწყო. ბრალდებული აცხადებს, რომ ბრალი არ მიუძღვის მკვლელობებსა და ტერორიზმში. ბესლანის სკოლის ტრაგედია შარშან სექტემბერში მოხდა. მას მერე, რაც შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლად აიყვანა ასობით ადამიანი, სამი დღის შემდეგ აფეთქებებისა და სროლის შედეგად 330-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მრავალი ბავშვი.

XS
SM
MD
LG