Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიაში ევროკავშირის კონსტიტუციის საკითხზე გამართულ


ჰოლანდიაში ევროკავშირის კონსტიტუციის საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა, როგორც ჩანს, უარყვეს ეს კონსტიტუცია.

ჰოლანდიაში ევროკავშირის კონსტიტუციის საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა, როგორც ჩანს, უარყვეს ეს კონსტიტუცია.
ეს ვარაუდი ეფუძნება ეგზიტ-პოლებს, ჰოლანდიის ტელევიზიით რომ აჩვენეს. ამ ინფორმაციით, კონსტიტუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩევლების 63-მა პროცენტმა, მომხრე იყო 37 პროცენტი. იუწყებიან ასევე, რომ რეფერენდუმში მონაწილეობდა ელექტორატის 62 პროცენტი. ფაქტობრივად, არავინ მოელოდა ამომრჩევლის ასეთ აქტიურობას. მანამდე, კვირას საფრანგეთი გახდა ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა, რომელშიც ამომრჩეველმა უარყო ევროკავშირის კონსტიტუცია. მართალია, ჰოლანდიაში რეფერენდუმის შედეგს კანონის ძალა არა აქვს (მას პარლამენტში კენჭისყრა უნდა მოჰყვეს), მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ბალკენენდემ აღნიშნა, რომ პარლამენტი პატივს სცემს ამომრჩევლის ნებას, გამოხატულს რეფერენდუმის შედეგით.
XS
SM
MD
LG