Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს მოხდა რიგი ტერაქტები


ერაყში დღეს მოხდა რიგი ტერაქტები, რომელთაც სულ ცოტა 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით დაიჭრა.

ერაყში დღეს მოხდა რიგი ტერაქტები, რომელთაც სულ ცოტა 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით დაიჭრა.
ქალაქ ტუზ ხურმატუში, ქვეყნის ჩრდილოეთში, თავს დაესხნენ ერაყის ვიცე-პრემიერს, როჯ შავაის. დაიღუპა 12 ადამიანი. ქალაქ მოსულის ცენტრში ორი დანაღმული მოტოციკლეტი აფეთქდა. ქირქუქში აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. ბაყუბაში მოკლეს პროვინცია დიალას ვიცე-გუბერნატორი. ბაღდადში მიმდინარე კვირის დამდეგს ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ დაკავებულია 700 ადამიანი, მოკლულია სულ ცოტა 28 მეამბოხე - იტყობინება ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი ბაიან ჯაბრი.
XS
SM
MD
LG