Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო


საქართველოს პარლამენტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
ცესკოს თავმჯდომარეა გია ქავთარაძე, ხოლო მის შემადგენლობაში შევიდნენ გიორგი არეშიძე, ლუხუმ ბურჯალიანი, გიზო მჭედლიძე, ემზარ ფაჟავა, ალექსანდრე ღონღაძე და გურამ ჩალაგაშვილი. კომისიის წევრობის კანდიდატთა დამტკიცების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია “მემარჯვენეებმა”, აგრეთვე, კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების საპარლამენტო ჯგუფებმა. კენჭისყრამდე ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კანდიდატების შერჩევა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კერძოდ, მათი თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე უნდა წამოეყენებინა არანაკლებ ორი კანდიდატისა, რაც არ მოხდა.
XS
SM
MD
LG