Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფრიკისა და აზიის 14 სახელმწიფოს


აფრიკისა და აზიის 14 სახელმწიფოს წინააღმდეგ, შესაძლოა, შემოღებულ იქნეს მკაცრი სანქციები

აფრიკისა და აზიის 14 სახელმწიფოს წინააღმდეგ, შესაძლოა, შემოღებულ იქნეს მკაცრი სანქციები
- იმის გამო, რომ იქ გავრცელებულია ადამიანებით ვაჭრობა. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნებში - განსაკუთრებით სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში - პროსტიტუციასა თუ მონურ შრომას აიძულებენ ირანიდან, ავღანეთიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, სხვა სახელმწიფოებიდან იქ ჩაყვანილ ადამიანებს. დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ყოველწლიურად ხდება 600 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
XS
SM
MD
LG