Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში ამომრჩევლების უმრავლესობა მიემხრო საზღვრებზე


შვეიცარიაში ამომრჩევლების უმრავლესობა მიემხრო საზღვრებზე პასპორტების კონტროლის გაუქმებას.

შვეიცარიაში ამომრჩევლების უმრავლესობა მიემხრო საზღვრებზე პასპორტების კონტროლის გაუქმებას.
დღეს ასევე უმრავლესობა მიემხრო ჰომოსექსუალური წყვილებისათვის მეტი უფლების მინიჭებას. ამ ორ საკითხზე გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით, ამომრჩევლების 55 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირის შენგენის ზონაში შესვლას და 2007 წლამდე შვეიცარიის სახელმწიფო საზღვარზე საპასპორტო კონტროლის გაუქმებას. რეფერენდუმის ეს შედეგი იმაზე მიანიშნებს, რომ შვეიცარიაში ემხრობიან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას. როგორც იუწყებიან, ევროკავშირის ლიდერები უკვე მიესალმნენ რეფერენდუმის შედეგს. აქვე შეგახსენებთ, რომ შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი. იმავდროულად, ამომრჩევლების 58 პროცენტი მიემხრო ჰომოსექსუალური წყვილებისათვის მეტი უფლების მინიჭებას: ეს ითვალისწინებს საგადასახადო და საპენსიო საკითხებში ჰომოსექსუალური წყვილებისთვის სამართლებრივ გათანასწორებას ჰეტეროსექსუალურ წყვილებთან. ეს საკითხი ევროპაში პირველად იქნა გატანილი საყოველთაო რეფერენდუმზე.
XS
SM
MD
LG