Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვში მოკლული


მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვში მოკლული იპოვეს რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანის ელჩის მრჩევლის ვაჟი, თემურ ნაიბოვი.

მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვში მოკლული იპოვეს რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანის ელჩის მრჩევლის ვაჟი, თემურ ნაიბოვი.
იტარ-ტასი იუწყება, რომ მკვლელობა პარასკევს მოხდა.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა განცხადებით, მოკლული გადაჭრილი ყელით იპოვეს მისსავე ბინაში, მოსკოვის ცენტრში.
ასოშიეიტედ პრესის ცნობით, მოკლულის მამა, ვაჰიდ ნაიბოვი, ერთ-ერთი სამშენებლო ფირმის დირექტორი და რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველია.
მკვლელობის საქმეზე აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG