Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალში დაკარგული ოთხი ქართველის დასაბრუნებლად სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასგან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალში დაკარგული ოთხი ქართველის დასაბრუნებლად სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასგან
სასწრაფო ზომების გატარებას მოითხოვს. თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ განაცხადა, რომ ქართველი და ოსი სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია მათი ვინაობა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს. შემდეგ ბრეგაძემ დასძინა: [ბიძინა ბრეგაძის ხმა] ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა საგუშაგოზე არიან განლაგებულნი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რადგან იქ მათი უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს.
XS
SM
MD
LG