Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების


ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა,

ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა,
რომლის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ავღანეთში მშვიდობისდამცველთა დამატებითი კონტინგენტი გაგზავნონ. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების დროს უსაფრთხოებას გაძლიერებას. ამჟამად ავღანეთში ნატოს სარდლობის დაქვემდებარებაში სულ 8300 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მინისტრთა შეკრებაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა: [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "რაც შეეხება ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, ამ სფეროში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნევა. თუმცა, როგორც ბოლოდროინდლემა თავდასხმება ცხადჰყო, ზედმეტი ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს და ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი უსაფრთხოების მდგომარეობას ქვეყანაში.” ბრიუსელშია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც, რომლის სამდღიანი ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ფარგლებში განლილულ იქნება საქართველოსა და ნატოს შორის გაფორმებული ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობა.
XS
SM
MD
LG