Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ჟურნალისტი, გაზეთ “ლიბერასიონის” კორესპონდენტი


ფრანგი ჟურნალისტი, გაზეთ “ლიბერასიონის” კორესპონდენტი ფლორანს ობენა ერაყში ტყვეობიდან

ფრანგი ჟურნალისტი, გაზეთ “ლიბერასიონის” კორესპონდენტი ფლორანს ობენა ერაყში ტყვეობიდან
გაათავისუფლეს და პარიზში ჩავიდა. მას არეოპორტში დახვდა პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ობენასთან ერთად გატაცებული იყო თარჯიმანი, ერაყელი ჰუსეინ ჰანუნი, რომელიც ასევე გაუშვეს. ორივე გაიტაცეს ბაღდადში, 5 იანვარს, და მათ ტყვეობაში 5 თვე გაატარეს. პრეზიდენტ შირაკს განთავისუფლების მეთოდებზე და გზებზე არ ულაპარაკია. მხოლოდ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელ ბარნიერმა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, სანამ მთვრობას დატოვებდა, თქვა, რომ გამოსასყიდი არ გადაუხდიათ.
XS
SM
MD
LG