Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტყეშელაშვილის


იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტყეშელაშვილის განცხადებით, მომავალ წელს თბილისში

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტყეშელაშვილის განცხადებით,
მომავალ წელს თბილისში
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი საგამოძიებო იზოლატორის მშენებლობა დაიწყება.
მისი თქმით, თბილისის პირველ საპყრობილეში ამჟამად მძიმე მდგომარეობაა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 1600 კაცზე გათვლილ დაწესებულებაში 3100 პატიმარია განტავსებული. ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს ავჭალაში 250 ადამიანზე გათვლილი ახალი საპყრობილის მშენებლობის დაწყებაც იგეგმება. ივლისში გაიხსნება ახალი საპყრობილე არასრულწლოვანთათვის, რომელიც 180 პატიმარზე იქნება გათვლილი. მიმდინარე წლის აგვისტოში კი, დასრულდება ქუთაისისა და რუსთავის საპყრობილეების მშენებლობა. პრაიმ-ნიუსის ცნობით, ქუთაისში ახალი იზოლატორის ასაშენებლად საქართველოს ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო. რუსთავის მეექვსე საპყრობილის აღდგენისათვის კი ევროკავშირმა 1 200 000 ევრო გამოყო.
XS
SM
MD
LG