ჩრდილოეთი კორეა მზადაა, მომავალ თვეში განაახლოს მოლაპარაკება უცხოელ პარტნიორებთან
თავის ბირთვულ პროგრამაზე. ამის შესახებ დღეს სეულში განაცხადა სამხრეთ კორეის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა, მინისტრმა ჩუნ დონ იუნმა დღესვე, უფრო ადრე, ჩრდილოეთ კორეაში პრეზიდენტ კიმ იონ ილთან მოლაპარაკების შემდეგ. მინისტრის თქმით, კიმმა მას უთხრა, რომ ფხენიანი მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, თუ აშშ ჩრდილოეთ კორეას პატივს სცემს, როგორც პარტნიორს. აქამდე ფხენიანი, თითქმის ერთი წელია, უარს ამბობდა მონაწილეობაზე 6-მხრივ მოლაპარაკებაში მისი ბირთვული პროგრამის შესახებ. ამ პოზიციას ის ასაბუთებდა ამერიკის, მისი შეფასებით, “მტრული პოლიტიკით”. 6-მხრივ მოლაპარაკებაში ორი კორეის გარდა მონაწილეობენ ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და აშშ.