Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამშვიდობო ძალები

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამშვიდობო ძალები
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებამდე უნდა დარჩნენ აფხაზეთში. სერგეი ბაღაფშმა სოხუმში რუსი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა სამშვიდობო მისიაში რუსეთის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია რუსი სამშვიდობოების ნებისმიერი სხვა ძალებით ჩანაცვლებისა. ბაღაფშმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდასთან დაკავშირებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსი". "მედია-ნიუსი" ავრცელებს ცნობას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტზეც - ვლადისლავ არძინბაზე, რომ ის ალცჰაიმერის სინდრომის სამკურნალოდ სოხუმიდან მოსკოვში ჩაიყვანეს და, შესაძლოა, ისრაელში გადაიყვანონ საოპერაციოდ. "მედია-ნიუსის" ცნობით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ჯერ არ ადასტურებენ არძინბას შესახებ გავრცელებულ ამ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG