Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მწვავე უთანხმოების საგნად რჩება


საქართველოში მწვავე უთანხმოების საგნად რჩება თბილისის მერის არჩევის წესი,

საქართველოში მწვავე უთანხმოების საგნად რჩება თბილისის მერის არჩევის წესი,
რომლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივამმძაფრი კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრივ. ამ ინიციატივით, თბილისის მერს აირჩევს საკრებულო, ოპოზიცია კი მოითხოვს პირდაპირი არჩევნების ჩატარებას. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, მასთან საუბარში საპარლამენტო ჯგუფის, "კონსერვატორების" წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევისთვის ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნების შესაძლო ბოიკოტირების შესახებ. პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია ცვლილება თბილისის კანონში, რომელიც მერის არჩევას საკრებულოდან ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG