Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი და


ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი და ნატო გაერთიანებული ძალებით უნდა შეებრძოლონ

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი და ნატო გაერთიანებული ძალებით უნდა შეებრძოლონ
ნარკოტიკების კონტრაბანდას ავღანეთსა და შუა აზიაში. ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოპ სხეფერთან მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებაზე შეეხო. ასევე პუტინის თქმით, რუსეთის ურთიერთობა ნატოსთან, მთლიანობაში, კარგად ვითარდება: [პუტინის ხმა] “პრიორიტეტულ ამოცანებს შორის გამოვყავით ტერორიზმთან ბრძოლას. და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ზოგადი დეკლარაციიდან გადავედით კონკრეტულ სამუშაოზე - ამას ადასტურებს რუსეთის ჩართვა ოპერაციაში “ერთობლივი ძალისმხევა ხმელთაშუა ზღვაზე”, რომლის მიზანია, არ დავუშვათ ზღვაზე ტერაქტების განხორციელება”, აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა. ნატოს გენერალური მდივანიც შეეხო ტერორიზის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობას. იქვე სხეფერმა შეშფოთება გამოთქვა უზბეკეთში, გასულ თვეში, დემონსტრაციების ჩახშობის გამო: იაპ დე ჰოპ სხეფერის შეფასებით, უზბეკეთში უშიშროების ძალების მხრივ გაუმართლებელი იყო საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის ხმარება.
XS
SM
MD
LG