Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თალიბანის შეიარაღებული


ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თალიბანის შეიარაღებული რაზმების მიერ

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თალიბანის შეიარაღებული რაზმების მიერ
გაწეული წინააღმდეგობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ჯერ ვერ მიაღწიეს ადგილს, სადაც სამშაბათს ამერიკული შვეულმფრენი ჩამოვარდა. აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, აღმოსავლეთ ავღანეთში,
"ჩაინუკის" ტიპის შვეულმფრენის კატასტროფის მიზეზად, შესაძლოა, მეამბოხეთა მხრიდან გახსნილი ცეცხლი ყოფილიყო. სავარაუდოდ, შვეულმფრენი მათ მიზანში დაფრენის დროს ამოიღეს. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელი სინდი მური იუწყება, ჯერჯერობით უცნობია შვეულმფრენში მყოფი 17 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ბედიც. ეს, ბოლო სამი თვის მანძილზე ავღანეთში მომხდარი მეორე კატასტროფაა. "ჩაინუკის" ტიპის შვეულმფრენს დაახლოებით 36 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. დღეს, იმავე კუნარის პროვინციაში, სადაც გუშინ შვეულმფრენი ჩამოვარდა, ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ოთხი ავღანელი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG