აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია,
რომ თითქოს რუსეთის საბანკო სისტემაში აფხაზეთის კომერციული ბანკების ანგარიშები გაყინეს. ,,ანგარიშები გაყინული არ არის და ეს არც მოხდება", – აცხადებს ბაღაფში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით კი, რუსეთის ბანკებში აფხაზეთის კომერციული ბანკების ანგარიშები გაიყინა. ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთში 50-მდე რუსული კომერციული ბანკი არალეგიტიმურად მოქმედებს, რაც ფინანსური მაქინაციებისთვის, მათ შორის - უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, შესანიშნავ ნიადაგს ქმნის.