ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ფხენიანი თანახმაა, დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებას
მისი ბირთვული პროგრამის საკითხებზე. ამ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ კი გვანისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ლის დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ. ეს მოლაპარაკება პეკინში შედგა. ექვსმხრივი მოლაპარაკება, რომელიც ჩიხში იყო შესული, ივლისის მიწურულს განახლდება. მასში მონაწილეობენ ორივე კორეის, შეერთებული შტატების, აგრეთვე ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლები.