Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დამთავრდა საარჩევნო კამპანია, რომელიც


ყირგიზეთში დამთავრდა საარჩევნო კამპანია, რომელიც წინ უძღვოდა საპრეზიდენტო არჩევნებს.

ყირგიზეთში დამთავრდა საარჩევნო კამპანია, რომელიც წინ უძღვოდა საპრეზიდენტო არჩევნებს.
არჩევნები ხვალ გაიმართება და ყირგიზეთის ელექტორატი ყოფილ პრეზიდენტ ასკარ აყაევის შემცვლელს აირჩევს. ფავორიტად აღიარებულია გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი კურმანბეკ ბაკიევი, პროფესიით ელექტროინჟინერი და აყაევის დროინდელი პრემიერ-მინისტრი, რომლის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად დანიშნვა მოჰყვა მარტში მოწყობილ მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებს. ბაკიევის საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი იყო დაპირება, რომ დაიწყებს ბრძოლას აყაევისდროინდელი კლანური კორუფციის წინააღმდეგ, ბაკიევი ამომრჩეველს დემოკრატიზაციასაც ჰპირდება. ხვალ ბაკიევს კონკურენციას გაუწევს პრეზიდენტობის 5 კანდიდატი, რომელთა გამარჯვების შანსებსაც უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG