ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია,
რომლის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ზუსტად 10 წლის წინათ განხორციელებულ მუსლიმანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ. 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელი სერბების შენაერთებმა და სერბიის არარეგულალური ჯარის ნაწილებმა სრებრენიცაში რვა ათასი მუსლიმანი დახოცეს - ძირითადად მამრობითი სქესის მოქალაქეები. მომღერალ ბავშვთა გუნდმა მაჰმადიანური ლოცვა წარმოთქვა იმ 610 კუბოსთან, რომლებშიც ათი წლის წინათ დახოცილთა ნეშტები გადაასვენეს და დღეს სრებრენიცის მსხვერპლთა სასაფლაოზე დაკრძალეს. სრებრენიცაში გამართული ცერემონიის 50 ათასამდე მონაწილეს შორის იყო სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩიც, რომელმაც ამ ნაბიჯით სერბი ნაციონალისტების წყრომა გამოიწვია.